მექსიკაში მაიას ცივილიზაციის პერიოდის კანოე აღმოაჩინეს – ფოტო
მექსიკაში მაიას ცივილიზაციის პერიოდის კანოე აღმოაჩინეს – ფოტო
Sputnik საქართველო
მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს მაიას ტომების კანოე, რომელიც ათას წელზე მეტისაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
კანოე ახალი ტურისტული სარკინიგზო ხაზის „მაიას მატარებლის“ მშენებლობის დროს იპოვეს.მექსიკის ისტორიისა და ანთროპოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კანოეს სიგრძე 1,6 მეტრია, სიგანე – 80 სმ. კანოეს, სავარაუდოდ, იყენებდნენ წყლის ჭურჭლად. ასევე, შესაძლოა, მისი დანიშნულება იყო სარიტუალო ცერემონიების დროს მიღებული ძღვენის შენახვა.სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სრულად შენახული ათასი წლის კანოე, რომელიც მაიას ტომების ცივილიზაციის ადგილზე აღმოაჩინეს.
მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს მაიას ტომების კანოე, რომელიც ათას წელზე მეტისაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება უნიკალური აღმოჩენა.
კანოე ახალი ტურისტული სარკინიგზო ხაზის „მაიას მატარებლის“ მშენებლობის დროს იპოვეს.
მექსიკის ისტორიისა და ანთროპოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კანოეს სიგრძე 1,6 მეტრია, სიგანე – 80 სმ. კანოეს, სავარაუდოდ, იყენებდნენ წყლის ჭურჭლად. ასევე, შესაძლოა, მისი დანიშნულება იყო სარიტუალო ცერემონიების დროს მიღებული ძღვენის შენახვა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სრულად შენახული ათასი წლის კანოე, რომელიც მაიას ტომების ცივილიზაციის ადგილზე აღმოაჩინეს.