მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერებმა დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც პირველები დაძლევენ პანდემიას

© AP Photo / Brian Inganga გრაფიტი
 გრაფიტი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის დამანგრეველი ტალღა მსოფლიოს ბევრ რეგიონში სუსტდება, მეცნიერები უკვე იძლევიან პროგნოზებს, სად და რომელ ქვეყანაში გადაიქცევა COVID-19 ენდემურ დაავადებად 2022 წლიდან, იუწყება Reuters.
სააგენტოს მიერ გამოკითხული არაერთი ექსპერტის აზრით, პანდემიიდან პირველები გამოვლენ ის ქვეყნები, რომლებშიც, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გარდა, ასევე დიდი იქნება კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ბუნებრივი იმუნიტეტის მქონეთა რაოდენობაც.
COVID-19  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სამი ნაბიჯი პანდემიის დასამარცხებლად: გებრეიესუსმა მთავარი პირობები დაასახელა
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ქვეყნები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ინდოეთი.

„ვფიქრობთ, რომ დღეიდან 2022 წლის ბოლომდე პერიოდი სწორედ ის მომენტია, როდესაც ვირუსზე კონტროლს დავამყარებთ... და შევძლებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ დაავადების მძიმე ფორმები და სიკვდილიანობა“, − განუცხადა სააგენტოს ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ.

ამასთან ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 კვლავაც რჩება არაპროგნოზირებად ვირუსად, რომელიც მუტაციას განაგრძობს არავაქცინირებულ ადამიანებში გავრცელების კვალდაკვალ.
მართალია, სპეციალისტების ნაწილი სრულად არ გამორიცხავს ე.წ. განკითხვის დღეს, როდესაც ვირუსი იმ დონემდე განიცდის მუტაციას, რომ იმუნიტეტს დაუსხლტება, მაგრამ მაინც დარწმუნებული არიან, რომ ბევრი ქვეყანა უკვე მომავალ წელს დააღწევს თავს პანდემიას.
ყველა ახალი ამბავი
0