53 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© AP Photo / Jeff Chiuლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 678.288 ადამიანი; ჩატარებულია 1.990.501 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.469 ადამიანი.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.206-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 738.171-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 678.288 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.648), გარდაიცვალა – 10.238 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.648 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.159 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 48.615 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.423, PCR–ტესტით – 16.192.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო 7 დღის – 9,77%.
სულ ჩატარებულია 1.990.501 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.469 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0