Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თამარ გაბუნია: ე.წ. მწვანე საშვის შემოღებისთვის ბიზნესისგან გარანტიებია საჭირო

© Nuclear Power Plantsთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდ-პასპორტის შემოღების შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაცია ძალაში დარჩება.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების ფონზე აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაქცინაციის მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ისე დიდ ქალაქებში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი 10-15%-ით ჩამორჩება COVID-19-ის ვაქცინაციის სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდოს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: ერთადერთი გამოსავალი – სავალდებულო ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების შემოღებაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვაქცინაციის აქტიური მარათონი ჩატარდება ქვეყნის ათ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ფოთსა და ოზურგეთში.
გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რეგიონში – თბილისში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩამორჩება 60%-ს. კერძოდ, თბილისში ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 50%-მდე, აჭარასა და რაჭა–ლეჩხუმში კი მოსახლეობის 40–45%.
საქართველოში ვაქცინაციის მარათონი ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რაც შეეხება კოვიდ-პასპორტების საკითხს, რომლის შემოღებასაც ეპიდემიოლოგები ბოლო პერიოდში აქტიურად მოითხოვენ, გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელა, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო უახლოეს პერიოდში მიიღებს.

„ე.წ. მწვანე საშვის შემოღებისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რათა აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია და გაყალბება. ვიდრე ბიზნესი თავად არ გამოხატავს მზადყოფნას და გარანტიებს არ მოგვცემს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ტერიტორიაზე კოვიდ-პასპორტის გარეშე ვერც ერთი პირი ვერ მოხვდება, მანამდე ე.წ. მწვანე საშვის შემოღება ფორმალობა იქნება. ახლა სწორედ ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა", – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდ-პასპორტის შემოღების შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაცია ძალაში დარჩება და ე.წ. მწვანე საშვი ვერც ერთ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.
გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დღეს პირველად დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე რიგი ინიციატივები წამოაყენა. კერძოდ, ზურაბიშვილმა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის, კოვიდ-პასპორტების და არავაქცინირებული კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ფასიანი მკურნალობის შემოღებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. 3 ნოემბერს აიცრა 3.469 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0