Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბენ აფლეკმა „ჰელოუინი“ ჯენიფერ ლოპესთან და ყოფილ ცოლთან ერთად აღნიშნა

© AP Photo / CHRIS PIZZELLOჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ბენ აფლეკისთვის „ჰელოუინი 2021“ ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა. გამოცემა People-ის ინფორმაციით, მან დღესასწაული ბავშვებთან, ყოფილ ცოლთან - ჯენიფერ გარნერთან და ცხოვრების მთავარ სიყვარულთან ჯენიფერ ლოპესთან ერთად გაატარა.
გამოცემის ცნობით, ბავშვებს ერთად უნდოდათ ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მშობლებმაც მათ ეს სურვილი შეუსრულეს. ჯერჯერობით ბენის „ჯენიფერების“ ერთობლივი ფოტო არ გავრცელებულა.
„მათ ყველას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ყველას სურდა, რომ ბავშვებს საუკეთესო ჰელოუინი ჰქონოდათ, მათი შვილები მეგობრობენ, მათ ერთად სურდათ დღესასწაულის აღნიშვნა და შეიკრიბნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჰოლივუდში კიდევ ბევრი ასეთი ოჯახია, სადაც ყოფილ მეუღლეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, კეტი პერი და ორლანდო ბლუმის ყოფილი მეუღლე მირანდა კერი, ასევე ბრიუს უილისის ყოფილი და ახლანდელი ცოლები - დემი მური და ემა ჰემინგი.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 52 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან. ამის შესახებ პირველად ზაფხულში გახდა ცნობილი. ბენი ჯეი ლოს სახლთან არაერთხელ გადაიღეს, შემდეგ კი ისინი ერთად გამოჩნდნენ ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე და ამით გავრცელებული ჭორები დაადასტურეს.
ყველა ახალი ამბავი
0