ამერიკული და ირანული სამხედრო ფლოტების დაპირისპირება ომანის ყურეში – ვიდეო

გამოწერა
ირანის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ IRIB გამოაქვეყნა აშშ-ისა და ირანის სამხედრო-საზღვაო ხომალდების დაპირისპირების კადრები ომანის ყურეში.
მანამდე ირანულმა სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის ჩაჭერა აღკვეთეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა გემებმა ჩაიჭირეს ხომალდი, გადატვირთეს საწვავი და გაურკვეველი მიმართულებით გაუშვეს, რის შემდეგაც ირანელმა მეზღვაურებმა დაიბრუნეს ტანკერი და ტვირთი რესპუბლიკის ტერიტორიული წყლებისკენ მიმართეს.
კადრებში ჩანს ირანელი სამხედროების ტანკერზე გადასხმის პროცესი, ასევე ხომალდების მანევრები, ამერიკული და ირანული ვერტმფრენები, სამხედრო კატარღები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.
ყველა ახალი ამბავი
0