https://sputnik-georgia.com/20211104/amerikasi-induri-aromatizatorebidan-momakvdinebeli-infeqcia-gavrcelda-261781245.html
აშშ-ში ინდური არომატიზატორებიდან სასიკვდილო ინფექცია გავრცელდა
აშშ-ში ინდური არომატიზატორებიდან სასიკვდილო ინფექცია გავრცელდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ინდოეთიდან შეტანილი არომატული სპრეებიდან ეგზოტიკური დაავადება მელიოიდოზით... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T11:22+0400
2021-11-04T11:22+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259612674_0:110:3036:1818_1920x0_80_0_0_fabb81db364b585430fe522889ab24cb.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ინდოეთიდან შეტანილი არომატული სპრეებიდან ეგზოტიკური დაავადება მელიოიდოზით დაინფიცირდნენ, იუწყება CNN.დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) უკვე გაავრცელა შესაბამისი გაფრთხილება და მოუწოდა ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ რთულად დასადგენი დაავადების სიმპტომებზე.მელიოიდოზი − ანთროპოზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის წყაროა მღრღნელები, შინაური და გარეული ცხოველები. გამომწვევი ბაქტერია Burkholderia pseudomallei ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან და იწვევს მრავლობით აბსცესებს. საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღეს შეადგენს. დაავადების პროგნოზი მძიმეა.CDC-მ ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასიკვდილო ინფექციის შემთხვევები ჯორჯიის შტატში დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მაღაზიების პოპულარულ ქსელ Walmart-ში შეძენილი, ინდოეთიდან ექსპორტირებული არომატული სპრეები გამოიყენეს. დაავადების შემთხვევები ასევე გამოვლინდა კანზასში, მინესოტასა და ტეხასში.ინფექციამ თავდაპირველად საგონებელში ჩააგდო ექიმები, ვინაიდან მელიოიდოზი ტროპიკული დაავადებაა და, როგორც წესი, მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა ინფიცირებულთაგან არც ერთი არ იყო გასული შეერთებული შტატებიდან. მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, რომ ინფექცია ინდური კომპანია Better Homes-ის მიერ წარმოებულმა არომატულმა სპრეებმა გამოიწვია, რომლებიც ლავანდისა და გვირილის ეთერზეთებზე იყო დამზადებული და შეიცავდა „ძვირფას ქვებს“.როგორც CDC-ში აცხადებენ, Walmart-ის მაღაზიებში აღნიშნული არომატიზატორი ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა და ქსელში 21 ოქტომბრამდე იყიდებოდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ამავე მარკის კიდევ ხუთი არომატიზატორის შემოწმება ინფექციაზე.CDC-ს ცნობით, დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილები, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტისა და პროსტატიტის ჩირქოვანი შეშუპებები.სააგენტომ მოუწოდა მათ, ვინც უკვე შეიძინა არომატიზატორები, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მათი გამოყენება, მაგრამ კი არ გადაყარონ, არამედ საგულდაგულოდ შეფუთონ და დააბრუნონ მაღაზიაში.
https://sputnik-georgia.com/20211005/iaponiasi-axali-virusi-iezo-dafiqsirda-260245373.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259612674_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_10ae64b87b1ea83321088aa87c53d578.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ინდოეთიდან შეტანილი არომატული სპრეებიდან ეგზოტიკური დაავადება მელიოიდოზით დაინფიცირდნენ, იუწყება
CNN.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) უკვე გაავრცელა შესაბამისი გაფრთხილება და მოუწოდა ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ რთულად დასადგენი დაავადების სიმპტომებზე.
მელიოიდოზი − ანთროპოზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის წყაროა მღრღნელები, შინაური და გარეული ცხოველები. გამომწვევი ბაქტერია Burkholderia pseudomallei ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან და იწვევს მრავლობით აბსცესებს. საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღეს შეადგენს. დაავადების პროგნოზი მძიმეა.
CDC-მ ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასიკვდილო ინფექციის შემთხვევები ჯორჯიის შტატში დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მაღაზიების პოპულარულ ქსელ Walmart-ში შეძენილი, ინდოეთიდან ექსპორტირებული არომატული სპრეები გამოიყენეს. დაავადების შემთხვევები ასევე გამოვლინდა კანზასში, მინესოტასა და ტეხასში.
ინფექციამ თავდაპირველად საგონებელში ჩააგდო ექიმები, ვინაიდან მელიოიდოზი ტროპიკული დაავადებაა და, როგორც წესი, მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა ინფიცირებულთაგან არც ერთი არ იყო გასული შეერთებული შტატებიდან. მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, რომ ინფექცია ინდური კომპანია Better Homes-ის მიერ წარმოებულმა არომატულმა სპრეებმა გამოიწვია, რომლებიც ლავანდისა და გვირილის ეთერზეთებზე იყო დამზადებული და შეიცავდა „ძვირფას ქვებს“.
როგორც CDC-ში აცხადებენ, Walmart-ის მაღაზიებში აღნიშნული არომატიზატორი ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა და ქსელში 21 ოქტომბრამდე იყიდებოდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ამავე მარკის კიდევ ხუთი არომატიზატორის შემოწმება ინფექციაზე.
CDC-ს ცნობით, დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილები, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტისა და პროსტატიტის ჩირქოვანი შეშუპებები.
სააგენტომ მოუწოდა მათ, ვინც უკვე შეიძინა არომატიზატორები, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მათი გამოყენება, მაგრამ კი არ გადაყარონ, არამედ საგულდაგულოდ შეფუთონ და დააბრუნონ მაღაზიაში.