https://sputnik-georgia.com/20211104/40-wlis-vera-qobalia-261786134.html
40 წლის ვერა ქობალია თინეიჯერს ჰგავს – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ექს-მინისტრი
40 წლის ვერა ქობალია თინეიჯერს ჰგავს – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ექს-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 40 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. ვერა წითელ ბერეტსა და კრემისფერ... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T17:58+0400
2021-11-04T17:58+0400
2021-11-04T21:35+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249562039_0:3:1001:566_1920x0_80_0_0_c90ccb213784c648cf2bc6984f0c09fd.jpg
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 40 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. ვერა წითელ ბერეტსა და კრემისფერ ორეულში პოზირებს და როგორც შემდეგი აქტივობებიდან ირკვევა, ნიუ-იორკის ქუჩების დასაპყრობად ემზადება.მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალური გახდა.სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300-მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, ხოლო თავად ვერა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში. მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა „ტვიტერი“.ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში ვერაც აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.მისი მეუღლე არქიტექტორი დავით კურცხალიაა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქობალიამ აღნიშნა, დავით კურცხალიას არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ის კერძო ბიზნესშია ჩართული და მათ ერთმანეთი გუდაურში, მეგობრების წრეში გაიცნეს. 2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია შეეძინა. გოგონა უკვე 8 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249562039_0:0:991:743_1920x0_80_0_0_22af707ead89996567628813fd33d42c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვერა ქობალია მიხეილ სააკაშვილი კანადა ნიუ-იორკი
ვერა ქობალია მიხეილ სააკაშვილი კანადა ნიუ-იორკი
40 წლის ვერა ქობალია თინეიჯერს ჰგავს – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ექს-მინისტრი
17:58 04.11.2021 (განახლებულია: 21:35 04.11.2021) საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 40 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. ვერა წითელ ბერეტსა და კრემისფერ ორეულში პოზირებს და როგორც შემდეგი აქტივობებიდან ირკვევა, ნიუ-იორკის ქუჩების დასაპყრობად ემზადება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალური გახდა.
სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300-მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, ხოლო თავად ვერა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში. მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა „ტვიტერი“.
ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში ვერაც აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.
მისი მეუღლე არქიტექტორი დავით კურცხალიაა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქობალიამ აღნიშნა, დავით კურცხალიას არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ის კერძო ბიზნესშია ჩართული და მათ ერთმანეთი გუდაურში, მეგობრების წრეში გაიცნეს.
2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია შეეძინა. გოგონა უკვე 8 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.