https://sputnik-georgia.com/20211103/zurab-jafarizem-sadeputato-mandatis-sewyvetis-gancxadebit-parlaments-mimarta-261768164.html
ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
Sputnik საქართველო
ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T19:00+0400
2021-11-03T19:00+0400
2021-11-03T22:42+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261420057_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d12213b39c0589890b4b196c34b2699a.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეჩერების განცხადებით ოფიციალურად მიმართა.ჯაფარიძის განცხადება უკვე გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომისიას განცხადების განსახილველად 15 დღე აქვს, შემდეგ საკითხი გადაეცემა პლენარულ სხდომას, სადაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა. მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში ის, წესით, უნდა ჩაანაცვლოს ჰერმან საბომ, რომელიც „გირჩის“ სიის მომდევნო ნომერია.მანამდე პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარის შესახებ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა.ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.30 ოქტომბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოუწოდა თავის თანამოაზრეებს, პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვონ. თუმცა მეორე დღეს სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ.ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
https://sputnik-georgia.com/20211102/gamoacxadet-boikoti-uari-ar-tqvt-mandatebze-saakashvili-tanapartielebs-261726658.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261420057_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_2bccd475a8416733503ccaa2e79ec724.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
19:00 03.11.2021 (განახლებულია: 22:42 03.11.2021) ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეჩერების განცხადებით ოფიციალურად მიმართა.
ჯაფარიძის განცხადება უკვე გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომისიას განცხადების განსახილველად 15 დღე აქვს, შემდეგ საკითხი გადაეცემა პლენარულ სხდომას, სადაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა. მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში ის, წესით, უნდა ჩაანაცვლოს ჰერმან საბომ, რომელიც „გირჩის“ სიის მომდევნო ნომერია.
მანამდე პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარის შესახებ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
30 ოქტომბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოუწოდა თავის თანამოაზრეებს, პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვონ. თუმცა მეორე დღეს სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ.
ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.