https://sputnik-georgia.com/20211103/zaliko-bergeri-ia-parulava-cekvaven-varskvlavebi-261746829.html
„ბერგერი არის სამკურნალო, ეს არის პრო...ობა“ – ფარულავა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ აკრიტიკებს
„ბერგერი არის სამკურნალო, ეს არის პრო...ობა“ – ფარულავა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
მსახიობი ია ფარულავა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ აკრიტიკებს. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, ის, რაც დიზაინერ ზალიკო ბერგერის... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T15:00+0400
2021-11-03T15:00+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/22/245762252_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_ee5953497df4e758f46f515c957e385a.jpg
მსახიობი ია ფარულავა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ აკრიტიკებს. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, ის, რაც დიზაინერ ზალიკო ბერგერის გარშემო მოხდა, მიუღებელია.„ასეთი პრ...ობა არ შეიძლება რეიტინგის გამო. ადამიანი არის ცუდად, სამკურნალო და არ შეიძლება ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის იგივე, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოიყვანო და ძალით რაღაცები აკეთებინო და აჯამბაზო. თან პროექტი, რომელიც უნდა ასხივებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანსაღ სხეულს, ჯანსაღ სულს“, – აცხადებს ფარულავა.ია ფარულავა ზალიკო ბერგერის იმ რეაქციას გულისხმობს, რომელიც მას იმ დროს ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში რჩებოდა. ზალიკოს ეს რეაქცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მასზე საუბარი დღემდე არ წყდება.საქმე ისაა, რომ ზალიკო ბერგერი მეორე ტურში გაგდების კანდიდატი იყო. დიზაინერი პროექტიდან გაგდების განცდამ ძალიან გააბრაზა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პროექტში დარჩა, შუა თითიც კი აჩვენა საზოგადოებას.პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა. ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონი გადის. ია ფარულავა რამდენიმე წლის წინ ჟიურის წევრიც იყო. მისი ახლანდელი გადაცემა „ფარული კონვერტი“ კი „რუსთავი2“-ზე ცეკვების პარალელურად, იმავე დროს გადის ეთერში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/22/245762252_0:0:944:708_1920x0_80_0_0_6e7c8dfeec5140ba6e7232cba86d36bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ია ფარულავა ცეკვავენ ვარსკვლავები ზალიკო ბერგერი
ია ფარულავა ცეკვავენ ვარსკვლავები ზალიკო ბერგერი
მსახიობი ია ფარულავა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ აკრიტიკებს. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, ის, რაც დიზაინერ ზალიკო ბერგერის გარშემო მოხდა, მიუღებელია.
„ასეთი პრ...ობა არ შეიძლება რეიტინგის გამო. ადამიანი არის ცუდად, სამკურნალო და არ შეიძლება ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის იგივე, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოიყვანო და ძალით რაღაცები აკეთებინო და აჯამბაზო. თან პროექტი, რომელიც უნდა ასხივებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანსაღ სხეულს, ჯანსაღ სულს“, – აცხადებს ფარულავა.
ია ფარულავა ზალიკო ბერგერის იმ რეაქციას გულისხმობს, რომელიც მას იმ დროს ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში რჩებოდა. ზალიკოს ეს რეაქცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მასზე საუბარი დღემდე არ წყდება.
საქმე ისაა, რომ ზალიკო ბერგერი მეორე ტურში გაგდების კანდიდატი იყო. დიზაინერი პროექტიდან გაგდების განცდამ ძალიან გააბრაზა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პროექტში დარჩა, შუა თითიც კი აჩვენა საზოგადოებას.
პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა. ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონი გადის. ია ფარულავა რამდენიმე წლის წინ ჟიურის წევრიც იყო. მისი ახლანდელი გადაცემა „ფარული კონვერტი“ კი „რუსთავი2“-ზე ცეკვების პარალელურად, იმავე დროს გადის ეთერში.