თბილისში „საჯარო ხელოვნების ფონდი" იქმნება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ფონდის მიზანია თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი, თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერია თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ახალ ინსტიტუციას – „საჯარო ხელოვნების ფონდს" აფუძნებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფონდის მიზანია თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.

„ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში – სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება.
ყველა ახალი ამბავი
0