შვიდი ადამიანი დაიღუპა ციმბირში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

© photo: Sputnik / Kirill Shpitsin / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავის ჩამოვარდნა ირკუტსკთან
თვითმფრინავის ჩამოვარდნა ირკუტსკთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელსაც პროდუქტი გადაჰქონდა ჩუკოტკაზე, შვიდი ადამიანი იმყოფებოდა
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ირკუტსკის ოლქში ბელარუსის ავიაკომპანია „გროდნოს“ თვითმფრინავ Ан-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости.
ბელარუსის ტრანსპორტის სამი9ნისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟი შვიდი წევრისგან შედგებოდა: რუსეთის ორი მოქალაქე, ორი უკრაინელი და სამი ბელარუსი.
ავიაკატასტროფის ადგილზე შვიდივე დაღუპულის ცხედარი უკვე ნაპოვნია.
როგორც სააგენტოს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მიწაზე არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. კატასტროფის ადგილზე 110-ზე მეტი მაშველი და 60-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს.
იაკუტსკიდან აფრენილი თვითმფრინავი რადარებიდან ირკუტსკიდან შვიდ კილომეტრში 14:50 სთ-ზე გაქრა. საგანგებო შემთხვევის შესაძლო მიზეზებად ამინდს ან ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ.
ყველა ახალი ამბავი
0