https://sputnik-georgia.com/20211103/susi-xelisuflebis-damxobis-mcdelobebi-arikveteba-261764526.html
ხელისუფლების დამხობის მცდელობები აღიკვეთება – უსაფრთხოების სამსახური
ხელისუფლების დამხობის მცდელობები აღიკვეთება – უსაფრთხოების სამსახური
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადებები და მოწოდებები რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T17:08+0400
2021-11-03T17:08+0400
2021-11-03T21:18+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_6ef5d6b72434417bc1793b36d15cbb02.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაა, არის დანაშაული და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მათზე შესაბამის რეაფირებას მოახდენენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) განცხადებაში.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ასეთი მოწოდებები გახშირდა და უსაფრთხოების სამსახური კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გამოიყენებს, რათა აღკვეთოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მოქმედებები.ასეთი ქმედებები სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, აღნიშნულია განცხადებაში.სუსმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ განაცხადა>>„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.სუსში ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად უწყება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შესაძლო შეთქმულების საქმეს იძიებს.გამოძიების მონაცემებით, საქმის ფიგურანტები დესტაბილიზაციისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო გადაყვანის გამოყენებას აპირებდნენ.სუსის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში (29 ოქტომბერს) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი და სხვა პირები სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს გზების გადაკეტვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაბლოკვისა და შტურმის გეგმას განიხილავენ.საქმის ფიგურანტები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ეტაპობრივად დაიკითხებიან.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა.
https://sputnik-georgia.com/20211030/ratom-gamoqveynda-saxelmwifo-gadatrialebis-mcdelobis-saqmis-samxilebi-susis-ganmarteba-261640499.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/99/233709908_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_aa26720d9bde808f8e5bcd8f83fb58c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ხელისუფლების დამხობის მცდელობები აღიკვეთება – უსაფრთხოების სამსახური
17:08 03.11.2021 (განახლებულია: 21:18 03.11.2021) სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადებები და მოწოდებები რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაა, არის დანაშაული და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მათზე შესაბამის რეაფირებას მოახდენენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის)
განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ასეთი მოწოდებები გახშირდა და უსაფრთხოების სამსახური კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გამოიყენებს, რათა აღკვეთოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მოქმედებები.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი ქმედებები სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, აღნიშნულია განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუსში ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად უწყება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შესაძლო შეთქმულების საქმეს იძიებს.
გამოძიების მონაცემებით, საქმის ფიგურანტები დესტაბილიზაციისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო გადაყვანის გამოყენებას აპირებდნენ.
სუსის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში (29 ოქტომბერს) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი და სხვა პირები სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს გზების გადაკეტვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაბლოკვისა და შტურმის გეგმას განიხილავენ.
საქმის ფიგურანტები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ეტაპობრივად დაიკითხებიან.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა.