სოდის ზიანი და სარგებელი: ექიმი ასახელებს საფრთხეებსა და სწორ დოზებს

სოდა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. საკვები სოდა უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყველაფრისთვის იყენებენ − დაწყებული კოსმეტიკური პროცედურებითა და დამთავრებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებით.
თუმცა, როგორც დიეტოლოგმა არტიომ ლეონოვმა განუცხადა РИА Новости-ს, სოდის სარგებელი და ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გამოიყენებთ მას როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოხმარებისას.

„სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. ეს ორგანიზმის მძლავრი გამწმენდი, დეტოქსიკაციის საშუალება და პირველი დამხმარეა გაციებების დროს. ამასთან სოდა შესანიშნავად აქრობს ლორწოვან ნახველს ფილტვებში, ხსნის ანთებასა და ყელის ტკივილს“, − აცხადებს ექსპერტი.

თუმცა, ექიმის თქმით, არასწორი დოზირების შემთხვევაში სოდა შეიძლება მომწამვლელიც კი იყოს − მისი უკონტროლო მიღება ორგანიზმს ზიანს აყენებს.
„სოდის ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსისა და მეტაბოლური პროცესების დარღვევა, ხელი შეუწყოს თირკმლებში კენჭების წარმოქმნას“, − განმარტა სპეციალისტმა.
სოდა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
საკვები სოდა ართრიტს ებრძვის - ამერიკელი მეცნიერების კვლევა
რაც შეეხება გარეგან გამოყენებას, სოდა სრულიად უვნებელია სხეულის სკრაბის სახითა და აბაზანის მისაღებად. ასეთი პროცედურები შეგიძლიათ თუნდაც ყოველდღე ჩაატაროთ. სოდის აბაზანების შემდეგ კანი ხდება უჩვეულოდ ნაზი, ვინაიდან ამ დროს ქსოვილების ღრმა წმენდა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ სოდა ეფექტურად ებრძვის სხვა პრობლემებსაც:
კარიესს − თუ პირის ღრუს დღეში ერთხელ სოდიანი წყლით გამოივლებთ, მავნე ბაქტერიები, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებს, დაიხოცება;
უსიამოვნო სუნს ფეხებზე − სოდიანი აბაზანა მოსპობს ბაქტერიების მიერ გამოყოფილ მჟავებს, რომლებიც აჩენს კიდეც ცუდ სუნს;
უსიამოვნო სუნს პირში − დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთ ჭიქა 2-3%-იან წყალბადის ზეჟანგის ხსნარს და გამოივლეთ პირში;
მწერების ნაკბენს − წაისვით ნაკბენზე სოდისა და წყლის ფაფისმაგვარი ნარევი. ეს მეთოდი ასევე ეფექტურია ჩუტყვავილის გამონაყარის ან ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევებშიც;
მზით დამწვრობას − ჩაამატეთ თბილ აბაზანაში ცოტა სოდა და ჩაწექით შიგ. ეს გაღიზიანებულ კანს დაგიამებთ;
ყელის ტკივილს − გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ ყელში ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ეს ასევე დაგეხმარებათ პირის ლორწოვანას ანთების დროსაც;
ნახველს − გახსენით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ერთი მწიკვი მარილი. დალიეთ მშიერ კუჭზე დღეში ორჯერ და ნახველი გაგიქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0