საქართველოში გარკვეული კატეგორიის პირები ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მთავრობის დადგენილება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, დღეს, 3 ნოემბერს ამოქმედდა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ყოველთვიურად სახელმწიფო სტიპენდიას მიიღებენ.
შესაბამისი დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ყოველთვიური სტიპენდიების ოდენობა მთავრობის დადგენილებით ასე განისაზღვრა:
სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები – 600 ლარი.
სახალხო არტისტები ან სახალხო მხატვრები, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება – 600 ლარი (ორივე წოდებისთვის).
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორები – 800 ლარი. ბრინჯაოს მედლის მფლობელები – 500 ლარი.
საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებული, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი) – 2.000 ლარი.
საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი – 800 ლარი.
ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისთვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები უნდა გამოიყოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებში.
„დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია დადგენილებაში.
ყველა ახალი ამბავი
0