საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

© Ministry of Defence of Georgia სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
 სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები თავდაცვის სფეროსა და რეგიონულ საკითხებში პარტნიორობის გაფართოების კუთხით.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა და მიხარია, რომ ამ დინამიკას თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც აძლიერებს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„ჩვენ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ძმური ურთიერთობების განვითარებით ვართ დაინტერესებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები არშაკ კარაპეტიანი და ჯუანშერ ბურჭულაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია შეხვდეს ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს“.
„სანამ თავდაცვის მინისტრი გავხდებოდი, მე იმ მინისტრის მოადგილე ვიყავი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, და მე მოხარული ვარ, რომ თქვენი ურთიერთობები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველს წარმოადგენს“, – მოჰყავს პრეს-სამსახურს ბურჭულაძის სიტყვები.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არის ამ თანამშრომლობის გაგრძელება და „ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, იქნება უწყვეტი და ხანგრძლივი“.
ბურჭულაძემ სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას და მის გაფართოებაზე ორიენტირებულ პროგრამებს ეფექტური უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0