https://sputnik-georgia.com/20211103/saqartvelos-savaluto-bazari-stabiluria-261739009.html
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის ცხრა თვეში რეგულატორმა ცხრა აუქციონზე ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T11:37+0400
2021-11-03T11:37+0400
2021-11-03T15:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_3d2c008b9762d398b96c7a637c14c5d5.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,6%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,1%-ით შემცირდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.2021 წლის სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1167-დან 3,1155-მდე, ანუ 0,4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0,1%-ით გაუფასურდა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 2,6%-ით. სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთში იყო – 19,6%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 11%, ბელარუსში – 10,2%, სომხეთში – 8,9%, აზერბაიჯანში – 8,5%, რუსეთში – 7,4%, , აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 3,4%.სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის ცხრა თვეში რეგულატორმა ცხრა აუქციონზე ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
https://sputnik-georgia.com/20210813/erovnuli-bankis-savaluto-rezervebi-mcirdeba-252569971.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769306_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_af2a7acb83307a5ff20d7534a7e4f269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
11:37 03.11.2021 (განახლებულია: 15:27 03.11.2021) სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის ცხრა თვეში რეგულატორმა ცხრა აუქციონზე ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,6%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,1%-ით შემცირდა, ნათქვამია
ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2021 წლის სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1167-დან 3,1155-მდე, ანუ 0,4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0,1%-ით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 2,6%-ით.
სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთში იყო – 19,6%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 11%, ბელარუსში – 10,2%, სომხეთში – 8,9%, აზერბაიჯანში – 8,5%, რუსეთში – 7,4%, , აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 3,4%.
სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის ცხრა თვეში რეგულატორმა ცხრა აუქციონზე ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.