„ქვეყანას დაწყნარება სჭირდება“: სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი არჩევნები შეაფასა

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
არც ერთმა მხარემ თავი გამარჯვებულად არ უნდა ჩათვალოს, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები შეაფასა.
მან არჩეულ მერებს და საკრებულოს დეპუტატებს წარმატებული მუშაობა უსურვა.
„არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა მივულოცო გამარჯვება ახლად არჩეულ ადგილობრივ საკრებულოს წევრებსა და მერებს, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში და მაღალ დონეზე ჩატარდა.
„არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, რადგან უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა საარჩევნო უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და ოპოზიციის გაუმჯობესებული შედეგი პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დემოკრატიული არჩევნებისთვისაა დამახასიათებელი. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
საქართველოს პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა
დადებითი შეფასების მიუხედავად, პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას, ხელი შეუწყონ ქვეყანაში მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებას.
„არჩევნები დასრულდა თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რადგან გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 20 დიდი ქალაქისა და რაიონის მერები აირჩიეს, ასევე 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა.
ყველა ახალი ამბავი
0