როგორ მივიღოთ სარგებელი კანაფის გარჩეული თესლისგან: ნუტრიციოლოგი გირჩევთ

© Pixabay / CBD-Infos-comკანაფის თესლი
კანაფის თესლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. რამდენიმე სახის თესლეულს, მათ შორის კანაფის გარჩეულ მარცვლებს, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აქვს, განუცხადა РИА Новости-ს ნუტრიციოლოგმა ანა დრობიშევამ.
მისი თქმით, თესლეული „ჯანმრთელობისა და სილამაზის პატარა დამხმარეებია, საუკეთესო საკვებია ჰორმონალური ფონის ნორმალიზებისთვის. ისინი გამოირჩევა ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ცილების, სრულფასოვანი ცხიმებისა და ეთერზეთების მაღალი კონცენტრაციით“.
ფუტკარი მზესუმზირაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
რატომ უნდა ჭამონ მამაკაცებმა მზესუმზირა: ექიმის განმარტება
სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თესლეულიდან საკვები ნივთიერებების მაქსიმუმის მისაღებად ყველაზე საუკეთესო გზა − მათი უმად ჭამაა.
საამისოდ, დრობიშევას რჩევით, საჭიროა თესლეულის წყალში დალბობა, გაღივება (როგორც ამას სააღდგომო ჯეჯილის გასაზრდელად ვაკეთებთ - რედ.) და ამონაყარის დამატება სალათებში, სმუზისა თუ მწვანე კოქტეილებში.

„ყველაზე სასარგებლო კანაფის გარჩეული მარცვლებია. ეს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და მცენარეული ცილების უმდიდრესი წყაროა“, − განმარტა სპეციალისტმა.

მისი თქმით, ასევე ძალიან სასარგებლოა სელის თესლი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, ხელს უწყობს წონის დაკლებასა და ნაწლავების ფუნქციის ნორმალიზებას.
რაც შეეხება გოგრის თესლს, ექიმის თქმით, ის უნიკალური საშუალებაა პარაზიტებთან საბრძოლველად.
ყველა ახალი ამბავი
0