https://sputnik-georgia.com/20211103/revaqcinaciis-vadebi-da-rekomendebuli-preparatebi-261746985.html
რევაქცინაციის ვადები და პრეპარატები: ჯანმოს ექსპერტმა რეკომენდაცია გასცა
რევაქცინაციის ვადები და პრეპარატები: ჯანმოს ექსპერტმა რეკომენდაცია გასცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსზე აცრის შემდეგ ორგანიზმის იმუნური დაცვა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, ამიტომ მესამე დოზით... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T12:44+0400
2021-11-03T12:44+0400
2023-07-21T10:26+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877823_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_fa53377a0005aa8c1a2249008eb28358.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსზე აცრის შემდეგ ორგანიზმის იმუნური დაცვა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, ამიტომ მესამე დოზით რევაქცინაცია აუცილებელია. ასეთი რეკომენდაცია გასცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტმა, პროფესორმა სანტიაგო მას-კომამ.მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმული ადამიანები ყველაზე პირველები აცრეს, შეძენილი იმუნიტეტი კი მათ ყველაზე ნაკლები ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ, მათი რევაქცინაცია პრიორიტეტული წესით უნდა მოხდეს.რაც შეეხება განმეორებითი აცრების ვადებს, ეპიდემიოლოგის თქმით, მეცნიერებმა ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ – ღირს თუ არა ვაქცინაცია გახდეს ყოველწლიური (როგორც ეს გრიპის შემთხვევაშია) ან კიდევ უფრო ხშირი, ანუ რამდენიმე თვეში ერთხელ გაკეთდეს.მანამდე ჯანმოს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციით, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა ბუსტერული დოზით რევაქცინაცია მეორე დოზის შეყვანიდან ექვსი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
https://sputnik-georgia.com/20210801/COVID-19-acra-wlebis-ganmavlobaSi-iqneba-saWiro-252478547.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877823_107:0:2838:2048_1920x0_80_0_0_5b7bdd8cfbc1d46aff6c5c54b79794cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, სასარგებლო რჩევები
covid-19, სასარგებლო რჩევები
რევაქცინაციის ვადები და პრეპარატები: ჯანმოს ექსპერტმა რეკომენდაცია გასცა
12:44 03.11.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსზე აცრის შემდეგ ორგანიზმის იმუნური დაცვა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შენარჩუნებული, ამიტომ მესამე დოზით რევაქცინაცია აუცილებელია. ასეთი რეკომენდაცია გასცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტმა, პროფესორმა სანტიაგო მას-კომამ.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმული ადამიანები ყველაზე პირველები აცრეს, შეძენილი იმუნიტეტი კი მათ ყველაზე ნაკლები ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ, მათი რევაქცინაცია პრიორიტეტული წესით უნდა მოხდეს.
„საუკეთესო ვარიანტია იმ პრეპარატებით რევაქცინაცია, რომლებიც ახალ შტამებთან, მათ შორის, „დელტა“ ვარიანტთან ბრძოლისთვის არის მოდიფიცირებული. ამ მიზნით ყველაზე მარტივია mRNA ვაქცინების გამოყენება მათი სინთეზის პროცესების თავისებურებების გამო“, − აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება განმეორებითი აცრების ვადებს, ეპიდემიოლოგის თქმით, მეცნიერებმა ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ – ღირს თუ არა ვაქცინაცია გახდეს ყოველწლიური (როგორც ეს გრიპის შემთხვევაშია) ან კიდევ უფრო ხშირი, ანუ რამდენიმე თვეში ერთხელ გაკეთდეს.
„ეს ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს ასაკობრივ ჯგუფებზე: აცრებს შორის უფრო ხანგრძლივი შუალედი ახალგაზრდებისთვის და უფრო მოკლე შუალედი – ასაკოვანი ადამიანებისთვის“, − განმარტა მას-კომამ.
მანამდე ჯანმოს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციით, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა ბუსტერული დოზით რევაქცინაცია მეორე დოზის შეყვანიდან ექვსი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.