ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ფრენები აღდგება

© photo: Sputnikმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მესტია–ქუთაისის ავიარეისით როგორც ადგილობრივები, ისე საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები ისარგებლებენ.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 10 ნოემბრიდან განახლდება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
შიდა ფრენები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაუქმდა და მათი აღდგენა ცოტა ხნის წინ ეტაპობრივად დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით ადგილობრივი კერძო სექტორისთვისაა სასიხარულო.
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
თელავში აეროპორტ „მიმინოს“ რეაბილიტაცია მთავრდება
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, მესტიასა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს და გაახანგრძლივებს მესტიასა თუ ქუთაისში ვიზიტორების საშუალო ღამისთევების რაოდენობას.

„მიგვაჩნია, რომ რეგულარული ფრენების განახლება ქუთაისსა და მესტიას შორის ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რეგულარული ფრენები ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით კვირაში ერთხელ შესრულდება.
რეისები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L-410-ით განხორციელდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მოთხოვნიდან გამომდინარე რეისების რაოდენობა მომავალში შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0