„ბინდის“ ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი ქორწინდება – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

© Facebook / Kristen Stewartკრისტენ სტიუარტი
კრისტენ სტიუარტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ორწლიანი რომანის შემდეგ შეყვარებულზე, სცენარისტ დილან მეიერზე დაინიშნა. ამის შესახებ მსახიობმა ცოტა ხნის წინ The Howard Stern Show-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ვქორწინდებით, ეს ხდება. ისე მინდოდა ქორწინების წინადადების მიღება, რომ თხოვნა, როგორც ჩანს, რაც შეიძლება კონკრეტულად ჩამოვაყალიბე და მან გაიგო“, – განაცხადა მსახიობმა. მისი თქმით, წყვილი ერთმანეთს პირველად რვა წლის წინ შეხვდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს ურთიერთობა. სტიუარტმა გაამხილა, რომ მან მეიერს ურთიერთობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ უთხრა, რომ უყვარდა.
სანამ საზოგადოება წყვილის რომანის შესახებ შეიტყობდა, ვარაუდობდნენ, რომ კრისტენი შესაძლოა ყოფილ შეყვარებულს, მოდელ სტელა მაქსველს შერიგებოდა. სტიუარტისა და მაქსველის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა.
მაქსველთან ურთიერთობის დაწყებამდე ფილმ „ბინდის“ ვარსკვლავმა ხელი ალიშა კარჯაილს სთხოვა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილი ერთმანეთს 2016 წლის შემოდგომაზე დაშორდა.
ყველა ახალი ამბავი
0