„უკან გამომყვა...“ – როგორ უთვალთვალებდა ირინა ტორონჯაძეს ჩოხოსანი მეუღლე ეჭვიანობის გამო

© Facebook / Irina Toronjadzeირინა ტორონჯაძე და ლევან სამყურაშვილი
ირინა ტორონჯაძე და ლევან სამყურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
2019 წლის ოქტომბერში ირინა ტორონჯაძემ საკუთარი დაქორწინების შესახებ დაწერა. მისი რჩეული ჩოხოსანი, „იუმორინის“ მსახიობის ტყუპისცალი ლევან სამყურაშვილი გახდა.
ცნობილმა ფემინისტმა და ტელეწამყვანმა ირინა ტორონჯაძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, რომ ჩოხოსანი მეუღლე ეჭვიანობის გამო უთვალთვალებდა.

„ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება ჩემ საქმეზე გავიდე დილით და უკან ქმარი მომყვებოდეს. ისეთ შოკში ვიყავი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მეგონა, რომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს“, – განაცხადა ირინამ.

საუბარში მისი მეუღლე ჩაერთო, რომელიც გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ წყვილი ზედმეტი სიყვარულის გამო ნაჩხუბარი იყო და გადაწყვიტა სახლში დაბრუნებისას შერიგებოდა, თუმცა დააინტერესა, სად მიდიოდა მისი მეუღლე.

„ეშმაკი რომ შეგიჩნდება ხომ იცით. 20-მეტრიანი დისტანციით მივყვებოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მშობლებთან მიდიოდა, თუმცა ამ დროს ტელეფონმა დაურეკა, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ ვიღაცას შეიძლება შეხვედროდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი სიცილ-ხარხარში დასრულდა“, – ამბობს ლევანი.

2019 წლის ოქტომბერში ირინა ტორონჯაძემ საკუთარი დაქორწინების შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა. მისი რჩეული ჩოხოსანი, „იუმორინის“ მსახიობის ტყუპისცალი ლევან სამყურაშვილი გახდა. ირინა ტორონჯაძეს მასმედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აშკარაა, რომ სასურველი მამაკაცი და ცხოვრების მეგზური იპოვა. 25 იანვარს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა. ფოტოები ირინამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
ყველა ახალი ამბავი
0