მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Instagram-ის და Facebook-ის მუშაობაში მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფეისბუკი
ფეისბუკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
სოციალური ქსელების ქართული სეგმენტიც შეფერხებით მუშაობს.
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. რამდენიმე ქვეყანაში Instagram-ის და Facebook-ის სერვისების მომხმარებლები მასშტაბურ შეფერხებაზე საუბრობენ, მოწმობს ვებგვერდ Downdetector-ის მონაცემები, რომელიც პოპულარული ინტერნეტ-რესურსების შეფერხებებსა და გათიშვებს აკვირდება.
პრობლემებზე საუბრობენ ძირითადად მომხმარებლები აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, პოლონეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. სოციალური ქსელების ქართული სეგმენტიც შეფერხებით მუშაობს.
მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
მსოფლიო დღეს
შეფერხება Facebook-ზე: რამდენი მილიარდი დაკარგა მარკ ცუკერბერგმა ერთ საღამოს
Downdetector-ის მონაცემებით, Instagram-ის მუშაობაში პრობლემები უკავშირდება აპლიკაციის მუშაობას, სერვერთან დაკავშირებას და ვებგვერდის ჩატვირთვას. Facebook-თან დაკავშირებით შეფერხება დაფიქსირდა ძირითადად ვებგვერდის მუშაობაში და პროფილში შესვლისას.
სოციალური ქსელი Facebook 2004 წელს 19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა დააარსა. ქსელის შტაბ-ბინა მდებარეობს მენლო-პარკში (კალიფორნია).Facebook-ს ასევე ეკუთვნის სერვისები Messenger, WhatsApp და Instagram.
ყველა ახალი ამბავი
0