მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალაქი ღონისძიებებზე სტუმრებს ხორცეულით აღარ გაუმასპინძლდება: ქვეყნდება ახალი წესები

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიჰელსინკი
ჰელსინკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეცვალოს მენიუ ქალაქის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, გამორიცხა რა იქიდან ხორციანი კერძები, იუწყება Helsingin Kaupinki.
გამოცემის ინფორმაციით, ჰელსინკის ადმინისტრაციამ შეიმუშავა პოლიტიკა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი კვების სფეროში ეკოლოგიური პრობლემების უკეთ აღრიცხვაა.
ამიერიდან ქალაქის ღონისძიებების − სემინარების, ტრენინგებისა თუ კეიტერინგების მონაწილეებს სეზონური ბოსტნეულითა და ადგილობრივი თევზეულით გაუმასპინძლდებიან. ამასთან თევზი ეთიკური პრინციპების დაცვით უნდა იყოს დაჭერილი, ხოლო ყავა, ჩაი და ბანანი − მხოლოდ Fair Trade-ს („სამართლიანი ვაჭრობა“) სტანდარტებით შეძენილი.
გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად:
ღონისძიებებიდან გამოირიცხება ხორცპროდუქტები;
გამოიყენება მხოლოდ ჩვეულებრივი ჭურჭელი და დანა-ჩანგალი (არა ერთჯერადი);
წყალი და სხვა სასმელები ჩამოსხმული იქნება არა ბოთლებში, არამედ დოქებში;
ღონისძიებების მონაწილეები გაივლიან სავალდებულო რეგისტრაციას, რათა შემცირდეს საკვების ნარჩენების რაოდენობა.
აღინიშნება, რომ ამ წესებიდან გადახვევის გამონაკლისი შემთხვევები დაიშვება მხოლოდ უმაღლესი დონის შეხვედრებზე და თანაც მხოლოდ წონადი მიზეზით.
გავრცელებული ცნობით, ჰელსინკის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წლისთვის ორჯერ შეამციროს ხორცისა და რძის პროდუქტების შეთავაზება ქალაქის ღონისძიებების მონაწილეებისა და სტუმრებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0