Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ექსპერტი: მოსახლეობას „კორონა-გენოციდი“ ემუქრება

© Government of Georgiaადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური გავრცელება მომავალში კიდევ მოიმატებს, ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციაა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა, მოსახლეობას „კორონა-გენოციდი“ ემუქრება, განაცხადა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ.
მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა მოსახლეობას უნდა დაანახოს, თუ რამდენად რთულია არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ტაბიძე აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა კიდევ მოიმატოს.

„ამ რიცხვებმა მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინარული ვირუსია, რომელიც კიდევ რომელ ახალ შტამს წამოიღებს, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და ისინი უკვე გადაიკვეთა. სწორედ ამიტომ კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია ყოველდღიურ 7 ათას ინფიცირებულსაც გადავცდეთ“, – აცხადებს დევი ტაბიძე.

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ტემპით საქართველო ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს ვერ მიაღწევს.
„თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.024-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 732.965-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 673.640 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.818), გარდაიცვალა – 10.185 (ბოლო 24 საათში – 49).
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ე.წ. ბუსტერ დოზით აცრაზე ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გაუქმდეს
3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.986.729 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.040.022 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36.6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 944.520 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33.1%. 2 ნოემბერს აიცრა 3.868 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
ყველა ახალი ამბავი
0