მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწის ბრუნვა შენელდა – მეცნიერები ახალ ანგარიშს აქვეყნებენ

© Pixabay / GooKingSwordდედამიწა
დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. დედამიწის ბრუნვა 2020 წლის განმავლობაში აჩქარდა, მაგრამ გარკვეულწილად შენელდა 2021 წლის მეორე ნახევარში, ნათქვამია მონაცემებში, რომლებსაც დედამიწის ბრუნვისა და ათვლის სისტემების საერთაშორისო სამსახური (IERS) აქვეყნებს.
ზოგადად მიღებულია, რომ დედამიწის ერთ დღე-ღამეში 86400 წამია. მაგრამ ეს გამარტივებული მონაცემია, სინამდვილეში დედამიწის სადღეღამისო ბრუნვა დამოკიდებულია ბევრ დინამიკურ ფაქტორზე − ყინულების დნობაზე, ოკეანის მიქცევა-მოქცევაზე, პლანეტის წიაღში მიმდინარე პროცესებსა და სხვა თავისებურებებზე.
დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მსოფლიო დღეს
დედამიწის ბირთვი შეიძლება მყარი არ იყოს: სენსაციური კვლევა
მეცნიერები დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეს სხვადასხვა სამეცნიერო ინსტრუმენტების გამოყენებით აკვირდებიან: რადიოტელესკოპებითა თუ სპეციალური ლაზერებით. მონაცემები კი ატომური საათის მეშვეობით გამოითვლება, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს, როგორ იცვლება ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარე.
მაგალითად, გასულ წელს მკვლევარებმა პლანეტის ბრუნვის საკმაოდ მკვეთრად გამოხატული აჩქარება დააფიქსირეს. 2020 წლის 19 ივლისს დედამიწა ღერძის გარშემო 1,4602 მილიწამით უფრო სწრაფად ბრუნავდა. თუმცა, კონკრეტულად რამ განაპირობა ამგვარი „ტურბო რეჟიმი“, მეცნიერებმა არ იციან.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ახლა დედამიწის ბრუნვა მისი ღერძის გარშემო ნელდება − 2021 წლის ივლისიდან დღის ხანგრძლივობა, გასულ წელთან შედარებით, საშუალოდ 0,05 მილიწამით მეტია.
მეცნიერების თქმით, თუ პლანეტა ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა დაიწყებს ბრუნვას, IERS კოორდინირებულ უნივერსალურ დროს (UTC) დაარეგულირებს.
ყველა ახალი ამბავი
0