„ფეხი აქვს მოტეხილი“ – ალეკ ბოლდუინის დაკარგული კატა იპოვეს

© AP Photo / Andres Leightonშემთხვევის ადგილი, სადაც ალეკ ბოლდუინის გასროლილმა ტყვიამ ოპერატორი იმსხვერპლა
შემთხვევის ადგილი, სადაც ალეკ ბოლდუინის გასროლილმა ტყვიამ ოპერატორი იმსხვერპლა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მსახიობ ალეკ ბოლდუინის ოჯახის დაკარგული კატა იპოვეს. მანამდე ბოლდუინის ოჯახმა განაცხადა, რომ ბენგალური ჯიშის კატა ემილიო დაკარგეს.
„ჩვენ ის ვიპოვეთ. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა“, – დაწერა „ინსტაგრამზე“ მსახიობის მეუღლე ჰილარიმ.
ჰილარის თქმით, როგორც ჩანს, ემილიომ ფეხი მოიტეხა. ალეკ ბოლდუინის მეუღლემ ასევე დაამატა, რომ არ ახსენებს მათ, ვინც ოჯახს კატის მოძებნაში დაეხმარა, რადგან პაპარაცები და ტაბლოიდები ცდილობენ დაუკავშირდნენ ყველას, ვინც რაიმე ფორმით არის დაკავშირებული ბოლდუინთან.

„ამ მესიჯს რომ ვწერ, ხალხი ხეების ტოტებშია დამალული და სურათებს მიღებს. ბავშვებთან ერთად როცა ვმგზავრობთ, მანქანებს დასდევენ. სახიფათოა“, – თქვა ჰილარიმ.

22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორ გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაიჭრა რეჟისორი ჯოელ სოუსა. როგორც გამოირკვა, საბედისწერო გასროლა რეპეტიციაზე მოხდა, როდესაც ბოლდუინი იარაღის გამოყენებით ეპიზოდზე მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0