ძვლის ბულიონი: რამდენ ხანს უნდა იხარშოს და ვისთვისაა სახიფათო - ექიმები გვაფრთხილებენ

© Pixabay / Gustavo Fring ექიმი ესაუბრება პაციენტს
ექიმი ესაუბრება პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ძვალზე მომზადებული ბულიონი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, თუმცა ის ზოგი ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო იყოს, აცხადებენ ექიმები.
ძვლის ბულიონი − ეს საქონლისა თუ ქათმის ძვლების, ან თევზის ფხის ნახარშია, რომელიც 2-18 საათის განმავლობაში მზადდება.
ახლად ამოღებული კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2019
კარტოფილის ნახარშის ეფექტი: სარგებელი, აკრძალვა და საგანგებო გაფრთხილება
ექიმების თქმით, ძვლის ბულიონი მდიდარია: ვიტამინებით A, B2, B12 და E, ასევე კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, გლუკოზამინით, კოლაგენით, ქონდროიტინით, ომეგა 3-ითა და ომეგა 6-ით, რკინით, სელენითა და თუთიით. შესაბამისად, ის ამაგრებს ადამიანის ძვლებს და ჯანმრთელობას უნარჩუნებს სახსრებს.
ნუტრიციოლოგი ეკატერინა მასლოვა ძვლის ბულიონს განსაკუთრებით ქალბატონებს ურჩევს, ვინაიდან ის კანის ახალგაზრდობას უწყობს ხელს − მასში შემავალი კოლაგენის წყალობით.
სპეცილისტებს მიაჩნიათ, რომ ბულიონის მოსამზადებლად ძვლები მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში უნდა ხარშოთ. მათი თქმით, რაც უფრო დიდხანს იხარშება ძვლები, მით მეტი ნივთიერება ექსტრაგირდება ბულიონში, ნახარში ხდება უფრო კონცენტრირებული და მდიდარი. შესაბამისად:
თევზის ბულიონი უნდა იხარშებოდეს 1,5-2 საათის განმავლობაში;
ქათმისა − დაახლოებით 2-4 საათის განმავლობაში;
ძროხის ძვლებისა − 12-18 საათის განმავლობაში.
უნგრული გულიაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
სასარგებლო და არა მავნე: რატომ არ უნდა მოხადოთ ქაფი ხორცის ბულიონს
ამასთან ექიმები გვირჩევენ, ბულიონის მოსამზადებლად გამოვიყენოთ სხვადასხვა ნაწილები: მილაკოვანი ძვლები, ჩლიქები და კუდები. ამასთან ძალიან კარგი იქნება, თუ ნახარშს ძმარს დაუმატებთ, რაც ძვლებიდან საკვები ნივთიერებების გამოტანას შეუწყობს ხელს.

„ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის დამატება ხარშვის პროცესში, ძვლებიდან კალციუმისა და მაგნიუმის გამოტანას 15-17-ჯერ ზრდის“, − აცხადებს ენდოკრინოლოგი პოლინა კარალიოვა.

ექიმების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ძვლების ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ საქონელი თუ ფრინველი ანტიბიოტიკებითა და ჰორმონებით არ იყოს ნაკვები. ამასთან სჯობს, რომ ძროხა ბალახზე იყოს გაზრდილი და არა მარცვლეულ საკვებზე. რაც მთავარია, ეს ტვინიანი ძვალი უნდა იყოს.

როგორ მოვამზადოთ ძვლის ბულიონი

თქვენ დაგჭირდებათ:
4 ლიტრი წყალი,
30 მკ ვაშლის ძმარი,
დაახლოებით 1-2 კგ ძვლები,
მარილი და წიწაკა.
ბულიონს თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული, მწვანილი ან სუნელები − თქვენი გემოვნების მიხედვით.
შემწვარი ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ქათმის ხორცი უფრო სასარგებლოა თუ ინდაურისა? დიეტოლოგი განმარტავს
მომზადება კი ძალიან მარტივია. ინგრედიენტები უნდა მოათავსოთ ქვაბში, დაასხათ წყალი და ხარშ0თ 12-18 საათის განმავლობაში. როდესაც ბულიონი მზად იქნება, გადმოდგით ცეცხლიდან, გააციეთ და გაწურეთ. ასეთი ბულიონი შეგიძლიათ ჭიქით სვათ.
მიუხედავად ჩამოთვლილი სიკეთეებისა, ზოგი ექიმი მიიჩნევს, რომ დღეისათვის არ არსებობს არანაირი კლინიკური კვლევა, რომელიც ძვლის ბულიონის სარგებელს ან მავნებლობას დაადასტურებდა.
ისინი ირწმუნებიან, რომ ძვლის ბულიონს არ გააჩნია ჯადოსნური თვისებები, ვინაიდან ხანგრძლივი ხარშვისას ბევრი ფერმენტი და ვიტამინი უბრალოდ იშლება.
უფრო მეტიც, სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ძვლის ბულიონის ხშირი მიღება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში მძიმე ლითონების დალექვას, რომლებიც საბულიონე ძვლებში შედის. მეორე ნაწილი კი ირწმუნება, რომ ერთ ულუფა ძვლის ბულიონში სულ რამდენიმე მიკროგგრამი ტყვია და კადმიუმი შეიძლება შედიოდეს, რაც ვერანაირად ვერ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე.
ყველა ახალი ამბავი
0