https://sputnik-georgia.com/20211102/wamebameurleze-mamakacs-cxra-weli-miesaja-261728909.html
წამებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტი – მამაკაცმა საკუთარ მეუღლეზე იძალადა
წამებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტი – მამაკაცმა საკუთარ მეუღლეზე იძალადა
Sputnik საქართველო
მამაკაცს ბრალდება წამების, ძალადობის, მუქარისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა და ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T18:14+0400
2021-11-02T18:14+0400
2021-11-02T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_0:86:1835:1118_1920x0_80_0_0_607bc00a76f7b268a8585f2de7811fec.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული გენდერის ნიშნით ძალადობის, წამებისა და მუქარის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 24 თებერვალს ბრალდებული მამაკაცი საკუთარ სახლში მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა და აწამებდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი საკუთარ მეუღლეს სხვა მამაკაცებთან მეგობრობას, მათთან მიმოწერას და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვას უკრძალავდა. ბრალდებული ცოლზე რამდენიმე საათის განმავლობაში ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით ფიზიკურად ძალადობდა, შემდეგ კი მეუღლის ოჯახში მივიდა, სადაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდა ცოლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებითა და გასროლით მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის წამების, ძალადობის, მუქარის, ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
https://sputnik-georgia.com/20210422/mamakacma-orsulcols-scema-251538812.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_116:0:1720:1203_1920x0_80_0_0_a9c5f6af74c9f3467f5dafe854100d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
წამებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტი – მამაკაცმა საკუთარ მეუღლეზე იძალადა
18:14 02.11.2021 (განახლებულია: 21:51 02.11.2021) მამაკაცს ბრალდება წამების, ძალადობის, მუქარისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა და ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული გენდერის ნიშნით ძალადობის, წამებისა და მუქარის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 24 თებერვალს ბრალდებული მამაკაცი საკუთარ სახლში მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა და აწამებდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი საკუთარ მეუღლეს სხვა მამაკაცებთან მეგობრობას, მათთან მიმოწერას და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვას უკრძალავდა. ბრალდებული ცოლზე რამდენიმე საათის განმავლობაში ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით ფიზიკურად ძალადობდა, შემდეგ კი მეუღლის ოჯახში მივიდა, სადაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდა ცოლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებითა და გასროლით მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის წამების, ძალადობის, მუქარის, ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.