თამთა შედანია დედა გახდა – მოდელი სამშობიაროდან ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Tamta Shedaniaთამთა შედანია
თამთა შედანია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
მოდელი თამთა შედანია დედა გახდა. რამდენიმე საათის წინ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სამყაროს კირა რატიანი მოევლინა.
თამთა შედანიას უკვე ჰყავს ერთი გოგონა. ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას ქალიშვილი მია 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი, დიზაინერი რატი რატიანი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს.
თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 34 წლის სიმპათიური რატი რატიანია. წყვილი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა.
შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს. თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს.
ყველა ახალი ამბავი
0