https://sputnik-georgia.com/20211102/qutaisis-aeroportidan-sadguramde-matareblit-mgzavrebis-gadayvana-uaxloes-periodsi-daiwyeba-261730618.html
ქუთაისის აეროპორტიდან სადგურამდე მატარებლით მგზავრების გადაყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყება
ქუთაისის აეროპორტიდან სადგურამდე მატარებლით მგზავრების გადაყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყება
Sputnik საქართველო
რკინიგზის სადგურსა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T18:31+0400
2021-11-02T18:31+0400
2021-11-02T21:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
ტურიზმი საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500206_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_98133ce77239a7988bb5082ffc1515bd.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება და მგზავრების მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.„სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.უწყების ცნობით, რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია „ინჟმშენი 96“ აშენებს, რომელთანაც „საქართველოს რკინიგზას“ 1,247 მლნ-იანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.პროექტის ფარგლებში განახლდა სადგურის შენობა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაქნებზე მოეწყობა კიბე, პანდუსი, მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და გადახურვით, აღნიშნავენ უწყებაში.ასევე, სამინისტროს ცნობით, ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები (ტაბლოები). დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ.ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20211102/turizmi-iwyeba-axali-kampania-261721521.html
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500206_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_13b721cee84e51f20cb7b4e500897ca3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ტურიზმი საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ტურიზმი საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში
ქუთაისის აეროპორტიდან სადგურამდე მატარებლით მგზავრების გადაყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყება
18:31 02.11.2021 (განახლებულია: 21:57 02.11.2021) რკინიგზის სადგურსა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ.
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება და მგზავრების მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
„სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია „ინჟმშენი 96“ აშენებს, რომელთანაც „საქართველოს რკინიგზას“ 1,247 მლნ-იანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
პროექტის ფარგლებში განახლდა სადგურის შენობა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაქნებზე მოეწყობა კიბე, პანდუსი, მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და გადახურვით, აღნიშნავენ უწყებაში.
ასევე, სამინისტროს ცნობით, ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები (ტაბლოები). დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ.
ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.