Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მზად არიან საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
პარტიის წევრებმა ერთმანეთს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცეს, განაცხადა მდინარაძემ.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ სრულფასოვანი მუშაობისთვის ემზადება და უკან მოიტოვებს პოლიტიკურ კონფლიქტებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, პარტიის წევრებმა ერთმანეთს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი გეგმები მიმოიხილეს.

„ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად გადავერთოთ საზოგადოების საჭიროებებზე და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მზად არიან საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი განაცხადა ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი მტკიცებით, არჩევნების შედეგები გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგებზე აისახა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და ის, რომ არჩევნები გაიმართა ძალადობის, მოსყიდვისა და მუქარების ფონზე.
პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარი რამდენიმე ოპოზიციონერმა განაცხადა.
ენმ-ის მხარდამჭერები საკებულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება“ vs ოპოზიცია: როგორ გადანაწილდა ძალები დიდი ქალაქების საკრებულოებში
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0