მანიკა ასათიანის ცეცხლოვანი „ლუქი“ – მოდელი ანიმაციურ პერსონაჟს შეადარეს – ფოტოები

© Facebook / Manika Asatianiმანიკა ასათიანი
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელისა და ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის გამოჩენას გუშინდელი „ცეკვავევნ ვარსკვლავების“ წამყვანის ამპლუაში სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი მოჰყვა. მანიკა ასათიანის სექსუალური ჩაცმულობა მის ხელმომწერებს არ გამორჩენიათ.
მანიკამ უამრავი კომპლიმენტი მიიღო და ის ანიმაციის გმირს Jessica Rabbit-ს შეადარეს „დისნეის“ ანიმაციური ფილმიდან Who Framed Roger Rabbit.
მოდელმა პანდემიისას მომატებული 12 კილოგრამის მოშორება ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით შეძლო. მანიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება. მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს.
მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.
ყველა ახალი ამბავი
0