https://sputnik-georgia.com/20211102/ibrahimovici-batumsi-camodis-svedi-legenda-saqartvelostan-itamasebs-261734109.html
იბრაჰიმოვიჩი ბათუმში ჩამოდის – შვედი ლეგენდა საქართველოსთან ითამაშებს
იბრაჰიმოვიჩი ბათუმში ჩამოდის – შვედი ლეგენდა საქართველოსთან ითამაშებს
Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ ბათუმის სტადიონზე გამართავს. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T20:26+0400
2021-11-02T20:26+0400
2021-11-02T23:09+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/57/246475701_0:269:2596:1729_1920x0_80_0_0_8db598bd4192e17a1a158a502d892bef.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შვედეთის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად საქართველოში იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩამოვა. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის განაცხადში შეიყვანა.უნდა აღინიშნოს, რომ 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიღებული ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. ანდერსონის სიაშია ასევე „სოსიედადის“ შემტევი ალექსანდერ ისაკი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია.შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატანის ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ასაკისა ის შესანიშნავ ფორმაშია.საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 11 ნოემბერს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს ბათუმში უმასპინძლებს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით შვედებს ორი მატჩი აქვთ დარჩენილი. ბათუმში ჩატარებული თამაშის შემდეგ ანდერსონის გუნდს 14 ნოემბერს სევილიაში ესპანეთთან პრინციპული მატჩი ელოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/57/246475701_0:26:2596:1973_1920x0_80_0_0_bca98b288d05d424b3f96c34734ded70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
იბრაჰიმოვიჩი ბათუმში ჩამოდის – შვედი ლეგენდა საქართველოსთან ითამაშებს
20:26 02.11.2021 (განახლებულია: 23:09 02.11.2021) საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ ბათუმის სტადიონზე გამართავს.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შვედეთის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად საქართველოში იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩამოვა. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის განაცხადში შეიყვანა.
უნდა აღინიშნოს, რომ 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიღებული ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. ანდერსონის სიაშია ასევე „სოსიედადის“ შემტევი ალექსანდერ ისაკი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია.
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატანის ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ასაკისა ის შესანიშნავ ფორმაშია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს დახმარებას და თავისი წვლილის შეტანას შეძლებს. მას ძალიან სურს ნაკრებში თამაში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, კარგია ასეთ გადამწყვეტ სიტუაციაში ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა“, – განაცხადა ანდერსონმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 11 ნოემბერს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს ბათუმში უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით შვედებს ორი მატჩი აქვთ დარჩენილი. ბათუმში ჩატარებული თამაშის შემდეგ ანდერსონის გუნდს 14 ნოემბერს სევილიაში ესპანეთთან პრინციპული მატჩი ელოდება.