https://sputnik-georgia.com/20211102/ceskom-xmebi-gadatvala-sheicvala-tu-ara-monacemebi-261727590.html
ცესკომ ამომრჩეველთა ხმები გადათვალა: შეიცვალა თუ არა მონაცემები?
ცესკომ ამომრჩეველთა ხმები გადათვალა: შეიცვალა თუ არა მონაცემები?
Sputnik საქართველო
უმეტეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა. 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T17:49+0400
2021-11-02T17:49+0400
2021-11-02T21:42+0400
არჩევნები 2021
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261698204_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_73ae331a81e83223efecddd38a6852c4.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლების ხმები 201 უბანზე გადათვალეს, არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.გადაწყვეტილება ხმების გადათვლის შესახებ ცესკომ მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, 31 ოქტომბერს მიიღო. კომისიები ყოველ ოლქში შვიდ უბანს ამოწმებდნენ.კალანდარიშვილის თქმით, მერის არჩევნებთან დაკავშირებით სულ გადაითვალა 194 უბანი. 172 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იყო უმნიშვნელო შესწორებები, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სხვადასხვა ოლქებში, აქ ცესკომ 33 საარჩევნო უბანი გადათვალა. 27 მათგანში შედეგები უცვლელი დარჩა, სხვა შემთხვევებში კი შესწორებები ასევე უმნიშვნელო იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.კალანდარიშვილის თქმით, ხმების გადათვლა ამით არ დასრულებულა. ცესკომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება – გადაითვალოს ისეთი ორ-ორი უბანი, რომლებზეც 300 ამომრჩეველზე ნაკლები იყო და სადაც ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.არჩევნები სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 ქალაქში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაგეგმა. პირველი აქცია ბათუმში დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211102/cesko-biuletenebs-itvlis-video-261727062.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261698204_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_9abd0ae6af4110d0dfc4f1ad26b6b757.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
ცესკომ ამომრჩეველთა ხმები გადათვალა: შეიცვალა თუ არა მონაცემები?
17:49 02.11.2021 (განახლებულია: 21:42 02.11.2021) უმეტეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა.
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლების ხმები 201 უბანზე გადათვალეს, არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
გადაწყვეტილება ხმების გადათვლის შესახებ ცესკომ მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, 31 ოქტომბერს მიიღო. კომისიები ყოველ ოლქში შვიდ უბანს ამოწმებდნენ.
კალანდარიშვილის თქმით, მერის არჩევნებთან დაკავშირებით სულ გადაითვალა 194 უბანი. 172 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იყო უმნიშვნელო შესწორებები, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სხვადასხვა ოლქებში, აქ ცესკომ 33 საარჩევნო უბანი გადათვალა. 27 მათგანში შედეგები უცვლელი დარჩა, სხვა შემთხვევებში კი შესწორებები ასევე უმნიშვნელო იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
კალანდარიშვილის თქმით, ხმების გადათვლა ამით არ დასრულებულა. ცესკომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება – გადაითვალოს ისეთი ორ-ორი უბანი, რომლებზეც 300 ამომრჩეველზე ნაკლები იყო და სადაც ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.
არჩევნები სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 ქალაქში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაგეგმა. პირველი აქცია ბათუმში დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება.