Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: ხელისუფლებამ ერთი აქცია ჩაატარა, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები

© photo: Sputnik / Stringerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, უარი თქვან მასობრივი თავშეყრის ადგილებზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები არ გვყოფნიდა და ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა! განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
27 ოქტომბერს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ არჩევნების წინ თბილისის ცენტრში ათიათასობით თავისი მომხრე შეკრიბა. როგორც პარტიის ლიდერებმა განმარტეს, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება იყო. მანამდე, 14 ოქტომბერს მრავალათასიანი აქცია გამართა ოპოზიციამ. ოპოზიციონერი ლიდერები პერმანენტულ აქციებს მომავალშიც აანონსებენ.
AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში AstraZeneca-ს 17 ათასი დოზა ვაქცინა ჩამოწერეს
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიერ გამართული ხალხმრავალი შეკრებები, თუმცა, როცა მთავრობამ ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ამას პოლიტიკური აქტივობა მოითხოვდა.

„ახლა ვიღაც იტყვის, თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქციაო. ჩაატარა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც არ იყო კარგი ოპოზიციის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი აქცია. მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური აქტივობა ამას მოითხოვდა. ხელისუფლებამ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია ახლა აანონსებს პერმანენტულ ხალხმრავალ აქციებს – ეს არის განსხვავება. ცუდია ის ერთიც, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები?!“ – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო, ამიტომ, სპეციალისტების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5.553 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 4.223-ს მიაღწია. გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0