95 წლის დედოფალი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ავტომობილის საჭესთან დააფიქსირეს – ფოტო

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდედოფალი ელისაბედ მეორე
დედოფალი ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
გამოცემა „დეილი მეილი“ დედოფალ ელისაბედის ახალ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოგრაფებმა დედოფალი უინძორის სასახლის მიმდებარედ გადაიღეს, როცა ის მანქანას მართავდა.
ის, რომ დედოფალი კარგად მართავს ავტომობილს, ყველამ იცის, თუმცა ამჯერად მისი გამოჩენა მოულოდნელობა იყო. საქმე ისაა, რომ 95 წლის მონარქი ცოტა ხნის წინ გამოწერეს კლინიკიდან, სადაც ის ორი დღის მანძილზე იმყოფებოდა.
კლინიკიდან გამოწერის შემდეგ დედოფალი ორი კვირა არ გამოჩენილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა პირველი გამოსვლა მას შემდეგ, რაც დედოფლის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ ის შესანიშნავად გრძნობს თავს.
მისი სამეფო უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II უინძორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.
ყველა ახალი ამბავი
0