Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

47 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.553-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 726.941-ს მიაღწია.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.553 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.794 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.189, კახეთი – 657, შიდა ქართლი – 512, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 448, ქვემო ქართლი – 317, აჭარა – 149, მცხეთა-მთიანეთი – 149, გურია – 132, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 669.822-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.136-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
5.553 ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 46.957 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.493 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.475, იმერეთში – 1.398, აჭარაში – 528.
1.609 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.103 ადამიანი, მათ შორის 686 – თბილისში, 205 – აჭარაში. 39.361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – ორი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.461 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.553-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 726.941-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0