ამბავი კაცის შესახებ, რომელმაც 382 დღე იშიმშილა

© Pixabay / Bellahu123თეფში
თეფში - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ანგუს ბარბიერი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივად იშიმშილა. კაცს საკვები 382 დღე არ მიუღია. მეცნიერებს დღემდე ბოლომდე არ ესმით, როგორ მოახერხა მან ამდენი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე გაძლება და თანაც ისე, რომ სხეულს ზიანი არ მიაყენა. ექიმების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 40 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში საკვებზე უარის თქმა შეიძლება არათუ ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
ზოგიერთ ადამიანს შეუძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს საკვების გარეშე, გადარჩება დაგროვილი ცხიმის მასით. თუმცა, მარხვა და თუნდაც დაბალკალორიული დიეტა ამ მასისა და კუნთის დაწვის შემდეგ იწვევს ორგანიზმში ცვლილებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი. დაახლოებით 6-8 კვირის მძიმე არასრულფასოვანი კვების შემდეგ (და კიდევ უფრო ადრე ადამიანებში ცხიმის მარაგის გარეშე და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში) ჩნდება გულის პრობლემები, რაც აღინიშნება ელექტროკარდიოგრამაზე. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ საკვების შეზღუდვა და საერთოდ უარის თქმა ხელს უწყობს კიბოს და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას. ცხოველებში მარხვამ შეიძლება შეანელოს დაბერების პროცესი. თუმცა, ადამიანებისთვის საკვების მთლიანად თავის არიდების სარგებელი ჯერ კიდევ საეჭვოა. ყოფილხართ ოდესმე დაბალკალორიულ დიეტაზე? როგორ ფიქრობთ, ბარბიერი მამაცი კაცია თუ გიჟი, რომელმაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო? ველოდებით თქვენს კომენტარებს.
ერთი წელი მინერალურ წყალსა და ვიტამინებზე
1965 წელს უჩვეულოდ მსუქანი 27 წლის ახალგაზრდა მერიფილდის ჰოსპიტალში (დანდიში, შოტლანდია) შეიყვანეს. მაშინ ის 207 კილოგრამს იწონიდა. ანგუსმა უთხრა კლინიკის თანამშრომლებს, რომ მზად იყო გარკვეული ხნით შეეწყვიტა ჭამა წონის დასაკლებად და ექიმები შეთანხმდნენ, რომ თვალყური ედევნებინათ მისი პროგრესისთვის.
თავდაპირველად ანგუსი დიდხანს არ აპირებდა საკვების დათმობას, მაგრამ შემდეგ იმდენად კარგად წავიდა პროცესი, რომ, ექიმების რჩევის საწინააღმდეგოდ, 40-დღიანი შიმშილობის შემდეგაც გადაწყვიტა ექსპერიმენტის გაგრძელება. მას სურდა იდეალური წონისთვის მიეღწია.
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგუსი იღებდა მხოლოდ საფუარს და ვიტამინის დანამატებს, კერძოდ C ვიტამინს. 92-ე დღიდან მას დიეტაში კალიუმის აბები დაემატა, 345-ედან კი მარილი. ის ასევე სვამდა ჩაის, ყავას და მინერალურ წყლებს. ხანდახან ანგუსი დიეტას უმატებდა ცოტა შაქარს ან რძეს, განსაკუთრებით, დიეტის ბოლო კვირებში. ტუალეტს 37-48 დღეში ერთხელ სტუმრობდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მთელი მისი „საჭმელი“ თხევადი იყო.
წონის დასაკლებად მამაკაცი იძულებული გახდა სასადილოში სამსახური დაეტოვებინა
ანგუსს არანაირი მკურნალობა არ დასჭირვებია, თუმცა თავიდანვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ასე კარგად მიდიოდა შიმშილობის პროცესი, მალევე მიეცა საშუალება სახლში წასულიყო. მას მხოლოდ გამოკვლევებისთვის უწევდა საავადმყოფოში მისვლა.
ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მამაკაცს სისხლში გლუკოზის დონე ძალიან დაბალი ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის და თავს კარგად გრძნობდა. ერთადერთი, რაც შოტლანდიელს უნდა გაეკეთებინა, იყო სამუშაოს დატოვება მამის სასადილოში, რადგან ბარბერი ვერ იკლებდა წონაში, როცა ირგვლივ ამდენი საჭმელი იყო.
მოხარშული კვერცხი მისთვის თითქმის დელიკატესად იქცა
მამაკაცმა შიმშილობა 1966 წლის 11 ივლისს დაასრულა. 382 დღეში მან დაიკლო 125 კილოგრამი და დავიდა 82 კილოგრამამდე. შიმშილობის დასრულების შემდეგ ანგუსმა ერთი მოხარშული კვერცხი, ნაჭერი კარაქიანი პური და ფინჯანი ყავა მიირთვა. მისი თქმით, შიმშილობის დროს მთლიანად დაავიწყდა საჭმლის გემო და ეს საკვები მისთვის უგემრიელესი იყო.
წონის მკვეთრი კლების მიუხედავად, მკაცრი დიეტის დასრულებიდან 5 წელიწადში მამაკაცმა მხოლოდ 7 კგ მოიმატა. იგი გადავიდა ინგლისში, ქალაქ უორვიკში საცხოვრებლად. იქ მას ორი ვაჟი შეეძინა და ანგუსმა კიდევ 24 წელი იცოცხლა.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს
წონის დაკლება ასეთი მკვეთრი გზით შეიძლება ძალიან საშიში იყოს. დანდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულებმა აღწერეს სიმსუქნის შიმშილობით მკურნალობის 5 შემთხვევა, რამაც გამოიწვია პაციენტების სიკვდილი. ამავდროულად, მხოლოდ ერთმა პაციენტმა მოახერხა საკვების გარეშე 210 დღე გადარჩენა, და ის ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ პირველი საკვების მიღებით გარდაიცვალა (საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა, როდესაც საკვების უეცარი მიღება არღვევს ორგანიზმში სითხეებისა და ელექტროლიტების ბალანსს). დანარჩენები 3-8 კვირაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ. ბევრ სხვა პაციენტს აწუხებდა კალიუმის დეფიციტი, თუმცა იღებდნენ მას ვიტამინის დანამატების სახით.
ზოგიერთ ადამიანს შეუძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაძლოს საკვების გარეშე, დაგროვილი ცხიმის მასის ხარჯზე, მაგრამ შიმშილობა და თუნდაც დაბალკალორიული კვება ამ მასისა და კუნთის დაწვის შემდეგ იწვევს ორგანიზმში ცვლილებებს, რამაც შეიძლება ინფარქტი გამოიწვიოს.
დაახლოებით 6-8 კვირის არასრულფასოვანი კვების შემდეგ (და კიდევ უფრო ადრე ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ ცხიმის მარაგი და აწუხებთ ქრონიკული დაავადებები) თავს იჩენს გულის პრობლემები, რაც აღინიშნება ელექტროკარდიოგრამაზე.
არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ საკვების შეზღუდვა და საერთოდ უარის თქმა ხელს უწყობს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას.
ცხოველებში შიმშილობამ შეიძლება შეანელოს დაბერების პროცესი, მაგრამ ადამიანებისთვის საკვების მთლიანად თავის არიდების სარგებელი ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0