ვერაზე მასაჟის სალონში მოკლული ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალია

© Sputnik / STRINGERპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ვერაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში 38 წლის ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს და ერთი პირი დაჭრეს, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა ახვლედიანის ქუჩაზე დღეს, გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასაჟის სალონში 3 მამაკაცი შევიდა, რომლებსაც მომსახურებაზე უარი უთხრეს. მათ ტერიტორია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთი მამაკაცი მასაჟის სალონში დაბრუნდა და იქ მყოფთ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შედეგად ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაიჭრა.
ტაილანდის მოქალაქე თბილისში ტურისტული ვიზიტით ორი კვირის წინ ჩამოვიდა და ვერაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში დროებით მუშაობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0