თაკო საზინა გათხოვდა – ვიდეო ბიუთი-ვლოგერის ქორწილიდან

© Facebook / Tako Sazinaთაკო საზინას ქორწილი
თაკო საზინას ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
„ბიუთი-ბლოგერი“ თაკო საზინა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, გარდა „იუთუბისა“, „ინსტაგრამზეც“ აქტიურია და ხელმომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თაკო საკუთარი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებაც წერს.
ამჯერად თაკო საზინა კადრებს საკუთარი ქორწილიდან აქვეყნებს. მან რჩეულზე, თორნიკე სეხნიაშვილზე რამდენიმე დღის წინ იქორწინა, წყვილის ულამაზესი ფოტოები კი სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად ვრცელდება. „როგორ გიბრწყინავთ თვალები“, „აი, ესაა ნამდვილი სიყვარული“, „საოცარი წყვილი ხართ“, „თაკო, ზღაპრულად გამოიყურები“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
ყველა ახალი ამბავი
0