სომხეთის მოქალაქემ საქართველოში არადეკლარირებული ოქროს შემოტანა სცადა

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
ფაქტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტში მოხდა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საბაჟო–გამშვებ პუნქტ ,,თბილისის აეროპორტში“ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 322,5 გრამი) გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში 37.062 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევი 14,3 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც არადეკლარირებული თანხის 10%-ს შეადგენს, ხოლო სამართალდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0