https://sputnik-georgia.com/20211101/saqartvelos-da-irans-soris-regularul-frenebs-ori-aviakompania-ganaaxlebs-261701426.html
საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია განაახლებს
საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია განაახლებს
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T20:04+0400
2021-11-01T20:04+0400
2021-11-01T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250817356_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3298ccca9eb8f2fc76047dce4236ac6d.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines და Qeshm Airlines საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.Zagros Airlines-ის რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცა მოთხოვნილი შვიდი სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ - კვირაში ოთხი სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.ამჟამად საქართველოს საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს. საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, გაიკეთონ განმეორებითი ანალიზი ჩამოსვლიდან მესამე დღეს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა დაუბრკოლებლად ხდება, თუ ის სრულად ვაქცინირებულია და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211101/saqartvelosa-da-espanets-shoris-aviamimosvla-ganaxlda-261675776.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250817356_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_1bb7553ab48c587a8cc6150396932a3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ფრენებს ორი ავიაკომპანია განაახლებს
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines და Qeshm Airlines საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
Zagros Airlines-ის რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცა მოთხოვნილი შვიდი სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ - კვირაში ოთხი სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.
ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.
ამჟამად საქართველოს საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს. საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, გაიკეთონ განმეორებითი ანალიზი ჩამოსვლიდან მესამე დღეს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა დაუბრკოლებლად ხდება, თუ ის სრულად ვაქცინირებულია და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს.