„რამდენიმე ღამე არ მეძინა...“ – რა უთხრა ზურა ხიზანიშვილმა სალომე ღვინიაშვილს ცეკვის მერე

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოჯახი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, თუმცა როდესაც ნახეს როგორ იცეკვა პირველ ტურში, ყველა აღფრთოვანდა.

„ჩემი ოჯახის წევრები საშინლად წინააღმდეგი იყვნენ – მეუღლეც და შვილებიც. არც ერთმა არ მომიწონა გადაწყვეტილება, მაგრამ პრინციპული ხასიათი მაქვს და უკან არ დამიხევია. ალბათ ეშინოდათ და არ სჯეროდათ ჩემი, მაგრამ ახლა ყველა ძალიან ბედნიერია. ზურაც კმაყოფილია. ისე ვნერვიულობდი, ბოლო რამდენიმე ღამე არ მეძინა. პირველი ეთერის შემდეგ ზურამ მითხრა, თუ ასე კარგად ცეკვავდი, ტყუილად რატომ მანერვიულებდიო. აქამდე ცეკვასთან შეხება საერთოდ არ მქონია. მხოლოდ კლუბებში ვცეკვავდი“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

პირველ ცეკვად სალომემ მეწყვილე ლევან ახვლედიანთან ერთად „ტანგო“ შეასრულა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო სეზონი 25 ოქტომბერს დაიწყო ტელეკომპანია „იმედის“ არხზე. პროექტში 11 ცნობილი ადამიანი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0