ქართველმა კარატისტებმა უნგრეთის გრან-პრიზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

© Facebook / Karate DO Gskaდაჯილდოების ცერემონია უნგრეთის გრან-პრიზე
დაჯილდოების ცერემონია უნგრეთის გრან-პრიზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
სამი ქართველი სპორტსმენისთვის უნგრეთის გრან-პრი ამ რანგის შეჯიბრზე ასპარეზობის დებიუტი იყო
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა კარატისტებმა ლუკა ლობჟანიძემ (-57კგ) და ლუკა ქაჯაიამ (-68კგ) ბუდაპეშტში, უნგრეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირში მონაწილეობა ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ზემოხსენებული პრიზიორების გარდა, ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ჯემო მიქელაძე, კონსტანტინე კოდუა და ლიკა ხურცილავა. აღსანიშნავია, რომ სამივე სპორტსმენისთვის უნგრეთის გრან-პრიზე ასპარეზობა სადებიუტო გამოსვლა იყო.
Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი ოსტატი ლევან როგავას კარატის სკოლას ესტუმრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2018
კარატეს ქართული სკოლა: როგორ ვარჯიშობენ პატარა სპორტსმენები
უნგრეთის გრანპრიში მონაწილეობა 16 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0