ქართველი გოგონას წარმატება ბერძნულ „ვოისში“ და თამთა გოდუაძის მოულოდნელი გამოჩენა – ვიდეო

© Youtube / The Voice of Greeceანანო მარჩილაშვილი
ანანო მარჩილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
ბერძნულ „ვოისში“ საბერძნეთში მოღვაწე ანანო მარჩილაშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან კონკურსზე ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის პოპულარული ჰიტი It’s Oh So Quiet შეასრულა და ჟიურის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
ოვაციების შემდეგ ჟიურის წევრებთან საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე გამოჩნდა.
„იმდენად სხვადასხვანაირად მღერი ამ სიმღერაში – დაბლები, მაღლები, ბევრ რაღაცას მოითხოვს ეს სიმღერა და ყველაფერი გამოგივიდა გადასარევად”, – უთხრა თამთა გოდუაძემ ქართველ გოგონას ჟიურის წევრების შეფასების გადათარგმნისას. მანვე დასძინა, რომ ყველაზე მეტად მისმა ენერგიამ აღაფრთოვანა ჟიურის წევრები.
ყველა ახალი ამბავი
0