ნინი ბადურაშვილს მოულოდნელად ტუჩებში აკოცეს – მომღერალი ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
ცნობილმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას უმცროსი დისშვილი მოულოდნელად ტუჩებში კოცნის. ნინი ვიდეოს გაგრძელებასაც აქვეყნებს, სადაც ამჯერად ბიჭუნას სთხოვს ლოყაზეც აკოცოს. „გიყვარვარ?“ – ეკითხება მომღერალი პატარას.
ნინი ბადურაშვილს ორი დისშვილი ჰყავს. მის დას ანასტასია თოფურიძეს ორი ვაჟი ჰყავს. ბიჭები ხშირად რჩებიან მომღერალ ეკა კახიანთან, რომელთანაც ნინი და მისი და ქეთო თოფურიძე ცხოვრობენ.
ნინის ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ელენე, რომელიც მისი დეიდაშვილის ლადოს ასაკისაა. ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს და მეგობრობენ. დისშვილებს განსაკუთრებით ანებივრებს ქეთო თოფურიძე, რომელიც ეკა კახიანის შვილებში ყველაზე უმცროსია და ჯერ საკუთარი ოჯახი არ ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0