ნიკა მელია „ლელოს“ უერთდება?! რას აცხადებენ „ნაცმოძრაობაში“

© Nika Meliaნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე
ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ უახლოეს მომავალში პარტიის დატოვების შესახებ.
„რა სისულელეა, ნიკა მელია პარტიაში რჩება“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში.
დღეს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ გამოცემა MULTIMEDIA.GE-სთან განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, ორ კვირაში გააკეთებს. მისი თქმით, მელია პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გუნდს უერთდება, უფრო მეტიც, მას პარტიის შემდეგ ყრილობაზე „ლელოს“ თავმჯდომარედ აირჩევენ.

„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ნიკანორ მელია განცხადებას გაავრცელებს, ის ოფიციალურად დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას”, რაც აღნიშნული პარტიის დაშლის დასაწყისი გახდება, რადგან მას ე.წ. შუა რგოლი გაჰყვება”, – განაცხადა ჩიხელიძემ.

ნიკა მელიასა და ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ შორის მჭიდრო ურთიერთობებზე არაერთი ფაქტი მეტყველებს.
მელიას მიერ 20 ოქტომბერს წარმოდგენილ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში ერთ-ერთი სწორედ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეა, რომელიც ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარეა. მელიას მიერ წარდგენილ ჩრდილოვან მთავრობაში ხაზარაძე ვიცე-მერად მოიაზრებოდა.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა
გარდა ამისა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ სწორედ „ლელოს“ ოფისში ჩაატარა ბრიფინგი და არჩევნები გაუქმებულად გამოაცხადა.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 44,39% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კი 55,61%.
ყველა ახალი ამბავი
0