Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

45.674 ათასი აქტიური შემთხვევა: კოვიდ-ვითარება რეგიონებში

© Facebook / Kakha Kaladzeეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 721.388-ს მიაღწია.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.141 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 928 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 401, კახეთი – 221, ქვემო ქართლი – 145, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 128, შიდა ქართლი – 105, აჭარა – 99, სამცხე-ჯავახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 665.599-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
44 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 44 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.089-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.674 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.575 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.500, აჭარაში – 537, იმერეთში – 1.405.
1.605 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 336 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 40, იმერეთში – 34. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.091 ადამიანი, მათ შორის 688 – თბილისში, 189 – აჭარაში. 38.008 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.891 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 721.388-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0